რომან გოცირიძე თურნავას – ქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა, კომიტეტის სხდომაზეც არ ახსენეთ მისი გვარი – რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? ნუ გეშინიათ

264 წაკითხვა

ქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა. კომიტეტის სხდომაზეც მისი გვარი არ ახსენეთ. ნუ გეშინიათ. რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? – ამ კითხვით „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დადგენილება მავნებლურია.

„თქვენი დადგენილება არის მავნებლური და მაგალითით დაგიდასტურეთ, რომ აშშ-მ ე.წ. ალ შიშანს სოფელ ბირკიანიდან, საქართველოს მოქალაქეს, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს სანქცია დაუწესა, თუკი ამერიკაში აქტივები, ანგარიშები ჰქონდა, გაუყინა, სანქცია მეტი კი არაფერია. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ანგარიშები უნდა გაეყინოს აქაც, მაგრამ თქვენი დადგენილებით, სანამ საქართველოს გამოძიება არ დაადგენს, რომ ის სირიაში თავს ჭრიდა ადამიანებს, სანამ ჩვენი სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, იკრძალება მანამდე ყოველგვარი სანქციის დაკისრება, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეა, ამიტომ ანალოგიურად რომ მოხდეს ასეთი რამ, ამ კანონის მიხედვით, დაუწესდება სანქცია?“, – აღნიშნა გოცირიძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის არც ერთი რეგულაცია კონკრეტულ სახელს და გვარს არ უკავშირდება.

Next Post

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე - თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ

ოთხ დეკ 13 , 2023
264 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ