სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე – თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ

653 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს.

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Next Post

გიორგი ვაშაძე - ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია

ოთხ დეკ 13 , 2023
653 წაკითხვავის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს “ქართული ოცნება”? – ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, რეალურად სიტუაცია ძალიან მძიმეა, ასევე მძიმეა ვითარება საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „მაგრამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია“. „ქართველი ხალხი არის ადრესატი განცხადების, რომელიც არის ევროკავშირის მინისტერიალის […]

შესაძლოა მოგეწონოთ