რუსული მედია – ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.

პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის ცნობით, პუტინის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *