მომავალ წელს რუსები საბოლოოდ უნდა გავყაროთ საქართველოდან

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,1993 წლის 9 ივლისს, ანუარხუზე, სამი ჩემი მეგობარი დაიღუპა, ზურა უსენაშვილი, როლანდ წერეთელი და სარდიონ კილასონია. მოწინააღმდეგეები მეტნი იყვნენ, ბევრჯერ უფრო მეტნი, აფხაზებიც, ჩეჩნებიც და რუსების რეგულარული არმიის ქვედანაყოფებიც. ერთი წუთით არ შეშინებიათ, არც მოწინააღმდეგის ზომა აინტერესებდათ და არც სიმრავლე. არც ისე გულუბრყვილოები იყვნენ და არც დაფარული ყოფილა, ყველაფრის უკან რუსეთი რომ იდგა, მაგრამ მაინც ფორმა ეცვათ და საქართველოსთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებდნენ. რისი თქმა მინდა, ვისაც არ ჯერა, რომ ქართველებს რუსების დამარცხება შეგვიძლია, პატივს არ ვცემ. ჩემ თვალში ლაჩარია, ვინც ბედავს და ხმამაღლა საპირისპიროს ამტკიცებს.
მომავალ წელს რუსები საბოლოოდ უნდა გავყაროთ საქართველოდან. ძალიან დიდი სისხლი მართებთ ჩვენი. წინაპრების ჯავრი ჩვენ უნდა ამოვიყაროთ და მომავალ თაობას არ დავუტოვოთ. დაწყებული საქმე, ბარემ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.”

  • -

    გიორგი ვაშაძე – სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში – გუშინ „კლანმა“ შემოსაზღვრა, რამდენია დარჩენილი, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, უმრავლესობა არ მივიდა

    საბჭოთა სასამართლოშიც არ ყოფილა ისეთი უბედურება, რაც ახლა ხდება – რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და ისე შედიოდნენ რესტორანში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360…

    ,,მათ შეეძლოთ მურუსიძის სახლში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ, არ გამოუვათ“

    მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ – დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან”…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *