„ვინც ამ პროცესებს ხელს უშლის, ან ბრიყვია ან ივანიშვილის თამაშს თამაშობს“ – გიორგი ლაღიძე

904 წაკითხვა

პარტია ,,მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში წერს

,,საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკური განცხადებები აღარ გამიკეთებია, ძირითადად ბოლო პერიოდში დაკავებული ვარ საადვოკატო საქმიანობით, თუმცა საღად მოაზროვნე ადამიანი ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა გულგრილი ვერ დარჩება და შორიდან ვერ დაუწყებს ყურებას როგორ იმეორებს ოპოზიცია არაერთხელ დაშვებულ შეცდომებს. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ვნებათაღელვა ნელნელა მატულობს, სავარაუდო კონტურები უკვე გამოიკვეთე და სამწუხაროდ ოპოზიცია ისევ ვერ ახერხებს გაერთიანებას,(ყოველ შემთხვევაში პრო-დასავლური ოპოზიცია მაინც) არადა ყველას ცალ-ცალკე რომ კითხო სურთ ხელისუფლების დამარცხება და ცვლილებები, არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავმეორდები არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების ფორმულა ოპოზიციის ერთიანობაშია, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა იდეის ირგვლივ გაერთიანება.  ეს იდეა, კი, პრორუსული ხელისუფლების შეცვლაა. ყველა პარტია თუ პოლიტიკოსი, ვინც გაერთიანებას მხარს არ უჭერს და მოსახლეობას ეუბნება, რომ მარტო შეძლებს არჩევნების მოგებას, ან ბრიყვია ან ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ასე რომ სანამ ჯერ კიდევ დროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაინც იქნებ გვერდზე გადადონ პირადი მოტივები და შედგეს გაერთიანება ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მაინც, სხვა შემთხვევაში, ქვეყნის უფსკრულის პირას მიყვანისათვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ქართველმა ხალხმა იმ პოლიტიკურ ძალებს უნდა დააკისროს ვინც გაერთიანებას ხელს უშლის…“

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6908 ლარი გახდა

სამ დეკ 26 , 2023
904 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9645 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი […]

შესაძლოა მოგეწონოთ