სერგეი ლავროვი – აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს – რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის

271 წაკითხვა

აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს – რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარებულიყო თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მათ სამ უახლოეს მეზობელს – რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის. შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომელშიც სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე მტკიცებით, „3+3 ფორმატი“ თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან.

„მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში ეს კონკრეტული ფორმატი პერსპექტიული იქნება, რადგან ის არ არის დამოკიდებული არც ერთ გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე და თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან, რომელსაც ვაშინგტონი ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად ავითარებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

Next Post

სალომე ზურაბიშვილი - ხანძარი, რომელმაც სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა

ორშ იან 22 , 2024
271 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს. „ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, – […]