სალომე ზურაბიშვილი – ხანძარი, რომელმაც სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა

118 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.

„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, გუშინ, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმში სამხატვრო გალერეაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.

Next Post

რომან გოცირიძე - აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული - გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა

ორშ იან 22 , 2024
118 წაკითხვააშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების განბანვა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ლიდერების “შემოწმება” ეჭვებს ბადებს. “ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, […]