„გამოსავალს ვერ ვხედავ და სისხლის სუნი მცემს“ – რუსუდან შარაძე

2,308 წაკითხვა

მოდით, გონებაში ჩამოვთვალოთ პოლიტიკური (ხაზს ვუსვამ) ფიგურები, რომლებიც ივანიშვილის (და არა რომელიმე კანონის თუ კანონპროექტის) დასამარებას ითხოვენ. მათი 99% არის: ნაცები და მათი ანასხლეტები, ასევე, ტიპები, რომლებიც ივანიშვილმა არ გაიკარა, ან რაღაც ეტაპზე, გადააგდო და ადამიანები, რომელთა უმრავლესობას ივანიშვილმა პირი დაბანა (ზოგ შემთხვევაში, პირდაპირი გაგებით). ეს პირდაბანილები ყველაზე სამარცხვინოდ გამოიყურებიან. ხვდებიან, მაგრამ ისე უნდათ სკამი და ძალაუფლება, ფეხებზე ჰკიდიათ რეპუტაცია და ღირსება. პირიქით, აქეთ გვამუნათებენ ხოლმე. ნუ, ახლა, ვინც პირის დაბანაზე წინ დემოკრატიის პრინციპებს აყენებს, იმათზე არ ვსაუბრობ.
მითხარით, ამათგან რომელიმეს ჩვენი კეთილდღეობა უნდა? დამისახელეთ კონკრეტული პიროვნება, იქნებ, ვერ ვიხსენებ და ბოდიშს მოვიხდი.
ივანიშვილს რაც შეეხება, ადრე თუ გვიან, ძალიან დაისჯება. იმიტომ კი არა, რომ ამ მაიმუნებს აბურთავებს, როგორც უნდა, არამედ იმისთვის, რომ ხალხის წინააღმდეგ წავიდა და ეს მარტო გუშინწინ არ ჩაუდენია.
გამოსავალს ვერ ვხედავ და სისხლის სუნი მცემს.

რუსუდან შარაძე

Next Post

„ბოტები და ტროლები - აი რა დარჩა იარაღად მმართველ პარტიას“ - ეკა ბესელია

კვი ნოე 17 , 2019
2,308 წაკითხვაეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს: „გადავხედე ფბ კომენტარებს, არ და ვერ ვარ აქტიური ფბ-ზე , მაგრამ თვალშისაცემია ერთი დავალებით მოქმედება :ამუშავდა ისევ ჩემს წინააღმდეგ  „ტროლების და ბოტების“  სისტემა                       დამუნათება, მორალისტობა… ჩემი გატეხვა აწ უკვე ამდენი თავდასხმებისა , გამოცდისა და ცილისწამების გავლის შემდგომ შეუძლებელია და ნუ წვალობთ! (ვისაც ეხება) ვშლი […]