გამათბობელი ელექტრო ბუხარი

176 წაკითხვა

დამეთანხმებით, რომ ოთახში კომფორტის შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ელექტრო ბუხარი. კომფორტის გარდა ბიო და ტრადიციული ბუხრებისგან განსხვავებით ელექტრო ბუხარი არ საჭიროებს კორპუსებში ინსტალაციის ნებართვასა და დამატებით კომუნიკაციებს გამონაბოლქვისათვის გამწოვის სახით. ყველაფერთან ერთად ელექტრო ბუხარი შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ როგორც ბინის დეკორი, არამედ როგორც გამათბობელი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ათბობს სივრცეს.

რა ფართობის ტერიტორია ათბობს ელექტრო ბუხარი?

თუ განიხილება ელექტრო ბუხარი როგორც გამათბობელი, მაშინ მისი სიმძლავრე მერყეობს 1-დან 2 კილოვატამდე, მაგრამ არსებობს მოდელები, რომელთა სიმძლავრე 2.5 კილოვატამდეა.

1 კვტ. ელექტროენერგია კი საკმარისია 10 – 15 მ2 ფართობის გასათბობად, თუმცა ამასთანავე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოთახის თბოიზოლაციასაც. თუმცა, თუ ელექტრო ბუხარი განიხილება როგორც დეკორი და ამასთანავე დამატებითი გამათბობელი, მაშინ დაბალი სიმძლავრისაც საკმარისი იქნება.

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ელექტრო ბუხარი?

ექსპლუატაციის დროს ყველა ელექტრო ბუხარი განსხვავებული რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, თუმცა ეს ციფრი მაინც მინიმალურია, კონკრეტულად კი –

  • დეკორაციისთვის, ალის ვიზუალიზაციისთვის 0.019 კვტ-დან 0.3 კვტ-მდე საათში;
  • ხოლო თუ ელექტრო ბუხარი გამოიყენება როგორც გამათბობელი, მაშინ ის მოიხმარს იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას, როგორც ჩვეულებრივი ელექტრო გამათბობელი -1 კვტ/საათი 10-15 მ2 (შესაბამისად 2 კვტ 20-30 მ2)

სად შევიძინო ჩემზე მორგებული ელექტრო ბუხარი?

ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, ვფიქრობ, მიხვდით, რომ ელექტრო ბუხარი, მითუმეტეს როგორც გამათბობელი, საუკეთესო არჩევანია თქვენს ბინაში მყუდრო და თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად.

Onoff.ge-ს დახმარებით კი ბუხრის შეძენის პროცესი ისეთივე კომფორტული იქნება, როგორც ამ ბუხართან ჯდომა. გარდა იმისა, რომ სასურველ ელექტრო ბუხარის არჩევა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ამასთანავე Onoff.ge გაძლევთ შესაძლებლობას გაფილტროთ ელექტრო ბუხარის მონაცემები ისე, როგორც თქვენთვის იქნება სასურველი და შეარჩიოთ თქვნზე მორგებული მოდელი. მოდელების გაფილტვრა შეგიძლიათ შემდეგი მონაცემებით –

  • გათბობის სიმზლავრე;
  • წონა;
  • სიგრძე, სიგანე, სიღრმე;
  • წვის ხანგრძლივობა;
  • ფასი;
  • განლაგება – კედლის, ჩაშენებული, თანამედროვე;
  • ცეცხლის იმიტაცია – 2D, 3D;

თუ დაინტერესდით და გადაწყვიტეთ შეიძინოთ ელექტრო ბუხარი თქვენთვის, ან სასაჩუქრედ, მაშინ შეგიძლიათ ეწვიოთ https://onoff.ge/ -ს ოფიციალურ ვებ გვერდს და ზედმეტი ენერგიისა თუ დროის ხარჯვის გარეშე, სწრაფად და მარტივად აარჩიოთ საუკეთესო მოდელი და შეუკვეთოთ.

Next Post

უსაფრთხოების სისტემები თქვენი ქონების სადარაჯოდ

ხუთ იან 25 , 2024
176 წაკითხვადამეთანხმებით, რომ ყველსათვის, დაწყებული ფიზიკური პირებით, დამთავრებული ბიზნესებითა და სხვადასხვა დაწერესულებებით, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება და მათი ქონების დაცულობის გარანტი. ამაში კი კარის საკეტები და უსაფრთხოების სისტემები დაგეხმარებათ. კარის საკეტები და უსაფრთხოების სისტემები არსებობს მრავალი სახის და დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ისინი და დაგეხმაროთ არჩევაში. კარის საკეტები Deadbolts – ეს არის ყველასათვის ცნობილი, ტრადიციული კარის საკეტები, რომლის გასაღებად და […]