ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

198 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

Next Post

რომან გოცირიძე - ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს

ორშ იან 29 , 2024
198 წაკითხვაისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს – არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასება. პარლამენტში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მან ამ კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა დაასახელა. გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არც სამუშაო ჯგუფების […]