ზელენსკი: ნავალნი პუტინმა მოკლა

პუტინი ყოველთვის კლავს. პუტინმა ნავალნი მოკლა. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

„პუტინი ყოველთვის კლავს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა რუსულ ციხეში, როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა. სანამ პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს, მას არ აინტერესებს ვინ მოკვდება. პუტინმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რაც ჩაიდინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა.

„სეირნობის შემდეგ პატიმარმა ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, ადგილზე ექიმები მივიდნენ, მაგრამ ნავალნის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *