“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა – ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ნიკა გვარამიას საუბარს „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ შეცდომებზე.
სუბარის თქმით, ნიკა გვარამია არა მხოლოდ ახმოვანებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას, არამედ თავად ადგენდა ბოროტ სქემებს, შესაბამისად ის დარჩება იმ რეჟიმის მთავარ დამნაშავედ.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით სწორედ ის ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციას და გახმოვანებასთან ერთად ადგენდა იმ ბოროტ სქემებს. ამას ის ვერ ჩამოირეცხავს ვერასდროს და რაც არ უნდა დღეს ვითომ აღიარებები ჰქონდეს, თუ არ იქნება აღიარება სასამართლოს წინაშე და თუ არ იქნება სინანული ამ ყველაფრის გამო გამოთქმული, ბუნებრივია, ის დარჩება ამ რეჟიმის არა მხოლოდ სახედ, არამედ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ინტერვიუ პარტია “გირჩის” ტელევიზიას მისცა