არავისთან შეხვედრა არ გინდა – ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია

ბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ არც ევროკავშირის გაფართოების საკითხი და არც ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში.

„მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი ფორუმი, სადაც მთელი დასავლელი ლიდერები იკრიბებიან, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბიზნესწრეები და ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს. როცა ივანიშვილის პარტია ამას ბოიკოტს უცხადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ იცავენ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს და არა ხალხის ინტერესებს. არამხოლოდ პოლიტიკური შეკრებაა, სადაც პირდაპირ განიხილებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი, არამედ ინვესტორებთან საუბარია შესაძლებელი, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია და ჩვენს რეგიონში ეძებენ ალტერნატიულ ადგილებს, სად შეიძლება თავის საწარმოები და ოფისები გადაიტანონ. ამიტომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში და ამიტომ ვართ მძიმე მდგომარეობაში, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება. არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენცია, ყველა მაღალი რანგის ადამიანი წარმოდგენილია იქ, წარმოდგენილია ყველა მსხვილი კომპანია, რა ბრიუსელი ამ დროს?! აი, მიუნხენშია ბრიუსელი ჩათვალეთ. ბრიუსელში რომ ჩავიდა და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

  • -

    კახა კალაძე – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დაესხა

    ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც…

    ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით

    პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *