ნიკა გვარამია ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ბოდვას“ უწოდებს

449 წაკითხვა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია არსებობს, „არის ბოდვა“.

მისივე შეფასებით, სუს-ი, რომელიც დღეს „პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს“.

„რუსთავი 2- ის“ ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუს-ის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი კომპეტენციები გადანაწილდეს სხვადასხვა უწყებაში“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მამუკა ხაზარაძე.

Next Post

ჯანდაცვის სამინისტრო - რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია - თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი კი, ნებისმიერი სახის კონსულტაციაზე უარს აცხადებს

ორშ თებ 19 , 2024
449 წაკითხვაჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის […]

შესაძლოა მოგეწონოთ