„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება

„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება – მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, მთელი სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას ახდენენ. კარგია, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება არჩევნებამდე ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში.

„სასიხარულოა, რომ NDI-ის მეშვეობით საქართველოში ჩამოვიდა ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი და საარჩევნო დამკვირვებელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი თავიანთ გამოცდილებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენთან და ქართველ ხალხთან ერთად „ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება მიიტაცოს ხელისუფლება. არადა, „ოცნება“ სწორედ ამისთვის ემზადება. პირდაპირ აცხადებენ რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას, მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ მთელ სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას აკეთებენ. ამიტომ კარგია, რომ მისია ჩამოვიდა რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე, რადგან ძალიან ბევრი საკითხია მანამდე მოსაგვარებელი.

  • -

    კახა კალაძე – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დაესხა

    ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც…

    ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით

    პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *