ლავროვი: უკრაინის საკითხის „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე გატანა დესტრუქციულია

უკრაინის საკითხის „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე გატანა დესტრუქციულია – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დასავლეთის წაქეზებით, უკრაინის საკითხი „დიდი ოცეულისთვის“ „არაძირითადი“ იყო.

„რუსეთის დელეგაცია აპირებს პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს „დიდი ოცეულის“ პოლიტიზების საკითხს, რომელიც შექმნილია სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე ფოკუსირებისთვის. დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის, ჩართვა დამღუპველია“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, სერგეი ლავროვი 2023 წლის სამიტს კრემლის ლიდერის ნაცვლად დაესწრო.

pia

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *