სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება რევოლუციური სცენარებისთვის და ამისთვის საბაბებს იმზადებს“.
„რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. მეტიც, ამ კანონის პაკეტში შედიოდა რეგლამენტში ცვლილება, რომელიც ერთი თვეა ძალაშია. მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვეტოს უფლება არ ვრცელდება. რაც შეეხება, ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს, გუშინაც ითქვა, რომ სინამდვილეში რაიმე შინაარსობრივი მოტივი არ არსებობდა. კერძოდ, ითქვა, თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იყოს ასე მიღებული, ვინაიდან, ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, რაც არის ტყუილი. ვინაიდან, არ არსებობს არც ერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელშიც ასეთი სისტემა იქნებოდა. მეორე, ითქვა, რომ ეს ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები, ასევე, არ იზიარებს ამ ნაწილში ვენეციის კომისიის დასკვნას. მესამე, ითქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება 9 პუნქტს, რაც ასევე, ტყუილია.
სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები. 100%-იანი გარანტირებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, როგორც 2012 ში, 2016-ში, 2020-ში. ემზადებიან რევოლუციური სცენარებისთვის და ამისთვის საბაბებს იმზადებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.