დიმიტრი პესკოვი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის მონაწილეობის გარეშე აბსურდი და უპერსპექტივოა

238 წაკითხვა

ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს რუსეთს, აბსურდია და პერსპექტივა არ გააჩნია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინასთან, რათა დაიცვას თავი დასავლეთისგან.

„შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე? პასუხი ცალსახაა – შეუძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინა გადაიქცა ინსტრუმენტად კოლექტიური დასავლეთის ხელში, რისი დახმარებითაც ისინი აპირებენ, როგორც მათ ჰგონიათ, ზეწოლას მოახდინონ რუსეთზე, შეაკავონ რუსეთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევაჩეროთ ჩვენი უსაფრთხოების შერყევის პროცესი, გამოვრიცხოთ ჩვენს საზღვრებთან, ჩვენს მიმართ აგრესიული მისწრაფებების, ნაციონალისტური ავსების მქონე სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა. როგორ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენს საზღვრებში ისეთი სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც განზრახული აქვს გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი ჩვენთვის ყირიმის წასართმევად? აღარაფერს ვამბობ ახალ რეგიონებზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხილვა ჩვენი მონაწილეობის გარეშე არის აბსურდი და უპერსპექტივო“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს სამშვიდობო სამიტის გამართვის თხოვნით მიმართა. შვეიცარიამ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვედრას უმასპინძლოს და რომ მიმდინარეობს თარიღისა და დეტალების განხილვა.

Next Post

დომუსის ბინები ვაკეში

სამ მარ 26 , 2024
238 წაკითხვასამშენებლო კომპანია დომუსი 2006 წლიდან მოყოლებული გვთავაზობს დახვეწილ, ხარისხიან და ინოვაციურ ბინებს თბილისი სხვადასხვა უბნებში და მათ შორის ჭავჭავაძეზე. კომპანია ცდილობს იზრუნოს იმაზე, რომ შეგიქნათ მშვიდი და მყუდრო გარემო თქვენი ოჯახებისათვის. დომუსისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეგიქმნათ სრული კომფორტით აღსავსე და უზრუნველყოფილი ცხოვრება თავიანთი ბინების დახმარებით. დღეს ჩვენ ვეცდებით განვიხილოთ და მიმოვიცილოთ დომუსის მშენებარე ბინები ვაკეში და ბინები ჭავჭავაძეზე. დომუსის ხეები […]