დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა

შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა, – ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს.

მისი თქმით, თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა.

„დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა.

„ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო ჯამში, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *