„რუსული კანონი“ თუ დამალული სიმართლე – რისი ეშინია ოპოზიციას?

298 წაკითხვა

ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსლში წერს

„კანონპროექტმა გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მმართველმა გუდმა დააინიცირა და რომელსაც ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია, დასავლეთის გავლენის აგენტურა რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებად აფასებს, საქართველოსთვის სწორედაც რომ მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გლობალური დღის წესრიგი სულს ღაფავს და ქვეყნის შიგა თუ გარე მტრები მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი ინტერესების გატარებას. გასაგებია, რომ არასასურველია ფინანსური გამჭვირვალობა იმ ფონზე, როცა ასეულ მილიონობით დოლარის შემოდინებაზე და მათი ხარჯვის ნაწილში სიცხადის შეტანაზეა საუბარი. მაგრამ, ქვეყანამ განვითარებასთან ერთად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ. წერტილი უნდა დაესვას საქართველოს კვაზისახელმწიფოდ მოხსენიებას და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ნებისმიერმა – ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, თუ მათ ინტერესებშია პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფნა და არა პოლიტიკურ სანაგვეზე, რისი კანდიდატებიც ეს ე. წ. პოლიტიკოსები (მათი ძირითადი ნაწილი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები) უკვე არაერთი წელია საკუთარი ქცევით ადასტურებენ. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხედავს და კარგად აღიქვავს, ვინ რისთვის იბრძვის და ვის ინტერესებს ემსახურება.

ხელისუფლების მხრიდან რუსულ კანონად მონათული კანონპროექტის ხელახლა პარლამენტში შეტანის სურვილი გასაგებია. ის საკუთარი ხელისუფლების გადარჩენას ფიქრობს და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, გარედან დაფინანსებით ქვეყნის შიგნით არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობის რისკს ამცირებს. რა არის მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობოებისთვის მიუღებელი და რატომ გაყვირიან, რომ ამერიკული კანონის ანალოგი, რომლის მსგავსიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, არის რუსული? – მიზეზი მარტივია: კანონპროექტის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელმა ორგანიზაციამ, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება მოახდინოს იუსტიციის სამინისტროში, ეს კი არ აწყობთ, რადგან ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი, ანტისახელმწფოებრივ პოლიტიკას ხმარდება და ე.წ. პროდასავლურ პარტიებთან ერთად ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში იხარჯება. ასე რომ არ იყოს, ის მილიარდობით დოლარი, რაზეც თუნდაც ამერიკის ყოფილი ელჩი საუბრობდა და რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შემოვიდა, ქვეყნის აღმშენებლობას, სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას, განათლების გაუმჯობესებას და არა ნგრევას, სოფლად რეალურ დახმარების პროექტებს მოხმარდებოდა. მაგრამ ეს ბევრის ინტერესებში არაა. აქ მთავარია, რა დროსაც და რა დოზითაც ეს გავლენის აგენტურა დამფინანსებლებს დასჭირდებათ, იმ დოზით მოემსახურონ. ახლა კი სწორედ ეს დროა. დღის წესრიგში ლიბერალური ფაშიზმის დასრულება დგას. ამიტომ აწრიალდნენ საქართვლოში მსუყედ დაფინანსებული ლიბერალები, გავლენის აგენტები. როგორც ექსპერტების ნაწილი ამბობს, დასავლეთს აწყობს სამხრეთ კავკასიაში ცხელი კერები, მათთვის სასურველი ხელისუფლებები და ესენიც მზადყოფნას აჩვენებენ, მათზე გააკეთონ აქცენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგანაც ყველამ იცის, რომ ამ ფლანგზე „მოთამაშე“ ოპოზიციური პარტიები იმდენად დისკრედიტებულია, მათზე ფსონის დადება, წაგებას ნიშნავს. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით გასაძლიერებლად უფრო ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ, კარგად დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს ირჩევენ, თუმცა სულ ტყუილად – ლიბერალებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ირჩევს. დღეს ქართული საზოგადოება ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლებს, კარგად არჩევს!“

Next Post

გიორგი ლაღიძე - „Ქართული ოცნების ყველა არგუმენტი რუსული კანონის, არარუსულობის და დემოკრატიულობის შესახებ არის უარგუმენტო

ოთხ აპრ 10 , 2024
298 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში წერს Ქართული ოცნების ყველა არგუმენტი რუსული კანონის, არარუსულობის და დემოკრატიულობის შესახებ არის უარგუმენტო, და უსაფუძვლო ასევე მიანიშნებს იმაზე რომ ხელისუფლებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს ყველაფრის ფასად შეასუსტოს და მარგინალიზაცია მოახდინოს არამარტო მესამე სექტორის არამედ ევროპული ღირებულებების,რაც საერთო ჯამში დააზარალებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს…..

შესაძლოა მოგეწონოთ