მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით წერს.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „პუტინის “რაშისტული” ნარატივი“ გაიმეორა.

 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის “რაშისტული” ნარატივი.

დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა, განვითარებას, არა, მომავალს არა, ევროპას – კი, რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას.

ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში!“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

  • -

    კახა კალაძე – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დაესხა

    ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც…

    ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით

    პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *