ბიძინა ივანიშვილი – „გლობალური ომის“ პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს

643 წაკითხვა

„გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ , – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სრულიად არაევროპული უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს „გლობალური ომის პარტია“ ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ივანიშვილის შეფასებით, მისი ჩვეული ხელწერაა, რადგან ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით.

Next Post

თავდამსხმელები აგრძელებენ LockBit გამოსასყიდი პროგრამის გაჟონილი ბილდერის გამოყენებას კიბერშეტევებისთვის

სამ მაი 7 , 2024
643 წაკითხვა  თავდამსხმელები აგრძელებენ LockBit 3.0 გამოსასყიდი პროგრამის იმ ბილდერ ვერსიის (builder)  გამოყენებას, რომელმაც  გაჟონა 2022 წელს, მავნე პროგრამის საკუთარი მოდიფიკაციების შესაქმნელად. 2024 წელს „კასპერსკის ლაბორატორიის“  ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ ასეთი ნაკრებები  გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ  თავდასხმებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ და  ხორციელდებიან  სხვადასხვა ჯგუფის მიერ. დსთ-ს ქვეყნებში თავდასხმებისთვის გაჟონილი ვარიანტი შეეძლოთ გამოეყენებინათ  LockBit ჯგუფის კონკურენტებსაც.  კომპანია იუწყება, რომ ქსელში […]

შესაძლოა მოგეწონოთ