იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

91 წაკითხვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ.

კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით წუთნახევარში დასრულდა.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა. უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ “მონებს” და “რუსებს” ეძახდნენ.

Next Post

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ ინტერპოლის თანამშრომლებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა

სამ მაი 21 , 2024
91 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიამ“ ინტერპოლის თანამშრომლებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ექსპერტთა ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა. ყველა კურსს ასწავლიდნენ თავიანთი სფეროს პრაქტიკოსები, მათ შორის გლობალური კვლევისა და ანალიზის საფრთხის ცენტრის (GReAT) და კიბერინციდენტებზე რეაგირების გლობალური გუნდის  Kaspersky Global Emergency Response Team (GERT) სპეციალისტები. კომპანიის ცნობით, 2023 წლის სექტემბერ-დეკემბერში, ინტერპოლის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები “რევერს ინჟინერინგი  101″, “რევერს-ინჟნერინგი მიზანმიმართული  მავნე პროგრამული უზრუნველყოფისათვის” და ” Windows-ის […]