
«შუახევის საკრებულოს დეპუტატი »ქართული ოცნებიდან» ფატი ჭაღალიძე ბაია პატარაისთან ერთად სასტუმრო «პარაგრაფში», გენდერულ საკითხზე გამართულ ტრენინგებს ესწრება…»
— ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი ფოტოსურათით ბლოგერი ირაკლი ჯანყარაშვილი ავრცელებს.
«ბაია პატარაია ატრეინინგებს ქართული ოცნების დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში… როგორ მოგწონთ ეს მოცემულობა?» — რიტორიკულად კითხულობს ჯანყარაშვილი. «წარმოდგენაც არ მინდა, ბაია რა საკითხზე დაატრენინგებდა…
ფოტო ეგრეთ წოდებული «ქალთა ოთახიდან», როგორც ამას სასტუმრო «პარაგრაფში» ეძახიან…» — დასძენს იგი.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რაოდენ არის გამჯდარი ლიბერალური მარაზმი მმართველ პარტიაში და როგორ არის იგი გადახლართული «ნაცების» იდეოლოგებთან, როგორიცაა ქ-ნი ბაია პატარაია.
„ფრონტნიუსი“