ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 იანვარს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ხოლო პარასკევს, 10 იანვარს, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.

ნიკოფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთი საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ასევე, ერთ-ერთი განსახილველი თემა შეეხება “დიდი შვიდეულის” ფარგლებში თანამშრომლობას, კერძოდ, კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებს.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    აშს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

    ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება,…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *