ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა რომ დაგვაკაონ – აქციის მონაწილეები

აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად აქცია-მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულები არიან გადაყვანილი.

ისმის შეძახილები “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.

“ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა რომ დაგვაკაონ. ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია და არ დავუშვებთ თავისუფალი ადამიანების ციხეში გამოკეტვას”, – აღნიშნავენ ისინი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია რვა პირი. მისივე განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერები – ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.

  • -

    გიორგი ვაშაძე – სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში – გუშინ „კლანმა“ შემოსაზღვრა, რამდენია დარჩენილი, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, უმრავლესობა არ მივიდა

    საბჭოთა სასამართლოშიც არ ყოფილა ისეთი უბედურება, რაც ახლა ხდება – რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და ისე შედიოდნენ რესტორანში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360…

    ,,მათ შეეძლოთ მურუსიძის სახლში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ, არ გამოუვათ“

    მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ – დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან”…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *