,,მათ შეეძლოთ მურუსიძის სახლში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ, არ გამოუვათ“

მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ – დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან” გამოსულ ერთ-ერთ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც ნიკა მელიამ განმარტა, წარსულს ჩაბარდება აღნიშნული მოსამართლეების საქმიანობა.

“ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლე გამოვიდა, ჯალათი მოსამართლე. ის საზოგადოებაში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ნაწამები ადამიანები მიჰყავდათ მათთან სასამართლოში და არც კი ეკითხებოდნენ როგორ აღმოჩნდა ყველა უსასტიკესად ნაცემი. დავალებას ასრულებენ. მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ. არ გამოუვათ, ხალხი სამართალს ითხოვს. დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა. წარსულს ჩაბარდება მათი საქმიანობა”, – აღნიშნა მელიამ.

  • -

    გიორგი ვაშაძე – სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში – გუშინ „კლანმა“ შემოსაზღვრა, რამდენია დარჩენილი, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, უმრავლესობა არ მივიდა

    საბჭოთა სასამართლოშიც არ ყოფილა ისეთი უბედურება, რაც ახლა ხდება – რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და ისე შედიოდნენ რესტორანში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360…

    ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა რომ დაგვაკაონ – აქციის მონაწილეები

    აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად აქცია-მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულები არიან გადაყვანილი. ისმის შეძახილები “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”. “ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა რომ დაგვაკაონ. ჩვენი…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *