„ჩემთვის ვფიქრობ: ვინ უფრო უარესია-ივანაშვილი თუ მისი მონები-გული მერევა“

ჩემთვის ვფიქრობ: ვინ უფრო უარესია – ივანაშვილი თუ მისი მონები, ან ყველაფერზე მაღლა რო დგანან სახლში დარჩენილი ამრეზილები.
ივანაშვილი შევა ან უკვე შევიდა ისტორიაში სამარცხვინო ლაქად, როგორც მატყუარა, თაღლითი და მოღალატე.
მაგრამ აი თქვენ, სრულო არარაობებო, ვინც საკუთარ სიმხდალეს პეროებით ფუთავთ, თქვენ უბრალოდ საზიზღრები ხართ, მართლა არარაობები, იმდენად ნულები რომ ხვალ თქვენი სახელები არავის გაახსენდება და ალბათ ამის იმედი გაქვთ და რა ტყუილად!

გული მერევა, რამდენი ასეთი არარაობა მყოლია გვერდით, რამდენთან ერთად მიცინია, მიქეიფია, დრო გამიტარებია, მიმეგობრია. გული მერევა! არასოდეს ეს პოლიტიკის გამო არ მითქვამს და ეხლა რაზეც ვლაპარაკობ ეს არაა პოლიტიკასთან კავშირში!
ყველაფერი დასრულდება და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე, უბრალოდ მე ბევრ ადამიანს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების ნაწილად ვთვლიდი, ხვალიდან გამარჯობას ვეღარ ვეტყვი! ესეც გაივლის.

ირინა სარიშვილი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *