„რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“?

1,361 წაკითხვა

საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ”? – ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაკეთდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვა წუხილი, თუმცა, მმართველ პარტიას კანონი არ დაურღვევია. კალაძის შეფასებით, ის, რომ მმართველმა პარტიამ თავის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო, ეს პარტიის პრობლემაა.

“საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”? კანონი დაარღვია? რა უნდა გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა? მათ გამოთქვეს წუხილი, როგორც ჩვენთან გუნდში, შიგნით ადამიანებმა, ვინც მხარს უჭერდა ამ პროპორციულ სისტემას. ეს ჩვენი შიდა პარტიული პრობლემაა, რომ ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ სისტემის შემოღებას თავიდანვე. თორემ ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია, არც კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი პარტიული პრობლემა. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, თუ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ვუყურებთ, შიგნით პარტიაში იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამას, ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, რაც შეიძლება ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მისაღები იყო ან არ იყო მისაღები, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს სისტემაც არის დემოკრატიული, ლეგიტიმური და ჩვეულებრივად მოგვიწევს 2020 წელს არჩევნების ჩატარება”,- განაცხადა კალაძემ.

ipn.ge

 

Next Post

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

სამ ნოე 19 , 2019
1,361 წაკითხვასაქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა. ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება. შედეგად კი, ახალი სტანდარტის დიზელის საწვავის […]

შესაძლოა მოგეწონოთ