საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

7,403 წაკითხვა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.

ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ.

სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება. შედეგად კი, ახალი სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება იქნება შესაძლებელი.

Next Post

„ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ“ - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

სამ ნოე 19 , 2019
7,403 წაკითხვაბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის ხალხის ხელში, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ბრიფინგზე სიმბოლურად გასაღებიც მიიტანა. „ის, რომ გუშინ იყო არაძალადობრივი გზით ეს ყველაფერი, იყო სწორედ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დამსახურება. მინდა, ყველა მონაწილეს და პოლიტიკურ პარტიას მადლობა ვუთხრა. აქვე მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, […]