„მერე ვიღაც ულვაშებიანი მივა და თავში ჩაარტყამს ამ შსს-ს რომელიმე თანამშრომელს“

1,950 წაკითხვა

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა, საქართველოს ტერიტორიაზე, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 7 რთულ ლოკაციაზე ებრძვიან ხანძარს, მერე ვიღაც ულვაშებიანი მავანი მივა და თავში ჩაარტყამს ამ შსს-ს რომელიმე თანამშრომელს;

ახლა, საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის ციხეში, ქართველი ექიმი ოკუპანტების განაჩენს ელის – სამხედრო ექიმის სტატუსით, გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურად მონაწილეობდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის რეზერვის კაპიტნად ირიცხებაო… მერე, სხვა მავანი გამოვა, ამჯერად უულვაშო და ქვეყნის გამთლიანებას ტრიბუნითან დაგვპირდება;

კიდევ ერთი მავანი კი, პოლიტიკოსების რეიტინგს შემოგვტენის და გვეტყვის – ის კაცია პირველ ადგილზე, ვინც 2008 წლის ომში ქვეყნის დანა-ჩანგლით თუ ფიწალ-თოხით დაცვისკენ მოგიწოდებდათ არაევაკუირებულ და ომში მიტოვებულ მოსახლეობასო…

პს. დღეს საღამოს საგანგებო სიტუაციების სამსახურში ვესაუბრე ტელეფონით და მოხალისე-მაშველად დარეგისტრირების სურვილი გამოვთქვი“.

 

Next Post

„ამას რომ მიხვდე, ან სინდისი უნდა გქონდეს, ან..“ - ირინა სარიშვილი

ოთხ ნოე 20 , 2019
1,950 წაკითხვაგიორგი რურუაზე რომ წერთ ბიძინას ხავსს მოჭიდებულებო გაუჭირდებოდა ეხლა მაგას იარაღი რომ ჰქონოდაო. არ გაუჭირდებოდა ნამდვილად მაგრამ თქვენსავით ლენჩი კი არაა ამ სიტუაციაში იარაღით ევლო! ამას რომ მიხვდე, ან სინდისი უნდა გქონდეს, ან ერთი მასტირკა ჭკუა მაინც მაგრამ არც ერთი გაქვთ და არც მეორე და საკუთარ მომავალს თქვენივე ხელით წერთ უგუნურებო! ირინა სარიშვილი