„იმ დებილმა ოქრიაშვილმა წაიკითხოს, კითხვა მაინც იცის?“ – ალეკო ელისაშვილი

1,979 წაკითხვა

„კახა ოქრიაშვილს უნდა დაახიო ის 78 % თავზე, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს, – ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“IRI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

„იმ დებილმა ოქრიაშვილმა წაიკითხოს აბა ის კვლევა, მართლა დებილმა. უნდა დაახიო ის 78 % თავზე, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს. წაიკითხოს აბა რა წერია, კითხვა მაინც იცის?! ჩვენი ძარცვა რომ იცის, ვიცი და ჩვენი წამლების ასმაგ ფასში გაყიდვა, მაგრამ კითხვა ხო იცის?! ჩახედოს აბა იმ კვლევას. დებილები ვართ აბა რა ვართ, ერთლარიან წამალს, რომ ას ლარად ასაღებს ჩვენზე, მამასისხლად რომ ყიდის, დებილები ვართ, აბა რა, სწორე გვითხრა კი, დებილები ვართ ასეთი კაცი რომ გვიზის პარლამენტში და კიდევ ჭკუას რომ გვასწავლის და კიდევ დებილებს გვეძახის. მადლობა ამისთვის, რომ გულახდილად გვითხრა ის, რასაც გულახდილად არ გვეუბნებიან“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ისინი „უფრო მეტად გაშმაგებულები არიან“ და არ შეშინებიათ.

„არავის შეშინებია, პირიქით, უფრო მეტად გაშმაგებულები ვართ. არის საერთო ოპოზიციური გეგმა. ამასთან, პარალელურად, დღეს, ხვალ, ვიწყებთ პროცესს – დავუვლით რეგიონებს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ის 3 მიზეზი ჩამოთვალა, რაც მისი აზრით ქვეყანას აღარიბებს.

„3 რამ აღარიბებს ქვეყანას. ეს არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ძალიან სარისკო ქვეყანა ვართ. მეორე ის არის, რომ მეტისმეტად დიდი მთავრობა გვყავს, გამოტენილია ზედმეტი სსიპებით და აიპებით და ეს ხალხი შესამცირებელია და მესამე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ეს ქვეყანა ღარიბი, არის მაჟორიტარული სისტემა, რადგან ეს მაჟორიტარები არიან წურბელა ფეოდალები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ipn

Next Post

„ხელისუფლება დაპატიმრებას მიპირებს“ - დავით ქაცარავა

ოთხ ნოე 20 , 2019
1,979 წაკითხვასანდო წყაროსგან „ახალმა თაობამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას დაპატიმრებას გეგმავს. როგორც წყარო გვეუბნება, გეგმა ასეთია, რომ მას უნდა ჩაუდონ არარეგისტრირებული იარაღი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ქაცარავა, დღეს 5 საათზე სუს-ის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ დავით ქაცარავას დავუკავშირდით და ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. „აპირებენ დაახლოებით იმ ქმედებების განხორციელებას ჩემთან მიმართებასიც რაც განახორციელეს გიორგი […]