„ხელისუფლება დაპატიმრებას მიპირებს“ – დავით ქაცარავა

2,981 წაკითხვა

სანდო წყაროსგან „ახალმა თაობამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას დაპატიმრებას გეგმავს. როგორც წყარო გვეუბნება, გეგმა ასეთია, რომ მას უნდა ჩაუდონ არარეგისტრირებული იარაღი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ქაცარავა, დღეს 5 საათზე სუს-ის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ დავით ქაცარავას დავუკავშირდით და ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ.

„აპირებენ დაახლოებით იმ ქმედებების განხორციელებას ჩემთან მიმართებასიც რაც განახორციელეს გიორგი რურუსთან მიმართებაში. ანუ იარაღის ჩადებას და ამის საფუძველზე ჩემს დაკავებას. ჩემი დაკავება ახლა არ უკავშირდება ამ აქციებში მონაწილეობას და ასე შემდეგ. უფრო საფუძვლიანი და გრძელვადიანი გეგმები აქვთ ჩემთან დაკავშირებით.

დღეს 5 საათზე საგანგებო განცხადებას გავაკეთებ სუს-ის შენობასთან და დეტალებზე იქ ვისაუბრებ.
ბუნებრივია ეს პირველ რიგში უკავშირდება საოკუპაციო ხაზთან ჩვენს აქტიობას და ასევე აღიზიანებთ ჩვენი აქტიურობა ანტისახელისუფლო აქციებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლიტურად კორექტულები ვართ, არ ყოფილა არანაირი მოწოდება, გადატრიალებისკენ და ასე შემდეგ, ამის მიუხედავად, ჩვენ ხელისუფლებისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გავხდით და იგეგმება ჩვენი განეიტრალება.

რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან მიღებული ინფორმაცია მაქვს. ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს. ამ ყველაფერთან ერთად, არის გზავნილი რომ ხელისუფლება მზად არის განახორციელოს ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზეც. ესეც ერთი მძიმე და სერიოზული გარემოებაა და ამან გადამაწყვეტინა ასეთი სახის პრევენციას მივმართო“. – განაცხადა „ახალ თაობასთან“ დავით ქაცარავამ. სანდო წყაროსგან „ახალმა თაობამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას დაპატიმრებას გეგმავს. როგორც წყარო გვეუბნება, გეგმა ასეთია, რომ მას უნდა ჩაუდონ არარეგისტრირებული იარაღი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ქაცარავა, დღეს 5 საათზე სუს-ის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ დავით ქაცარავას დავუკავშირდით და ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ.
„აპირებენ დაახლოებით იმ ქმედებების განხორციელებას ჩემთან მიმართებასიც რაც განახორციელეს გიორგი რურუსთან მიმართებაში. ანუ იარაღის ჩადებას და ამის საფუძველზე ჩემს დაკავებას. ჩემი დაკავება ახლა არ უკავშირდება ამ აქციებში მონაწილეობას და ასე შემდეგ. უფრო საფუძვლიანი და გრძელვადიანი გეგმები აქვთ ჩემთან დაკავშირებით.

დღეს 5 საათზე საგანგებო განცხადებას გავაკეთებ სუს-ის შენობასთან და დეტალებზე იქ ვისაუბრებ.
ბუნებრივია ეს პირველ რიგში უკავშირდება საოკუპაციო ხაზთან ჩვენს აქტიობას და ასევე აღიზიანებთ ჩვენი აქტიურობა ანტისახელისუფლო აქციებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლიტურად კორექტულები ვართ, არ ყოფილა არანაირი მოწოდება, გადატრიალებისკენ და ასე შემდეგ, ამის მიუხედავად, ჩვენ ხელისუფლებისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გავხდით და იგეგმება ჩვენი განეიტრალება.
რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან მიღებული ინფორმაცია მაქვს. ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს. ამ ყველაფერთან ერთად, არის გზავნილი რომ ხელისუფლება მზად არის განახორციელოს ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზეც. ესეც ერთი მძიმე და სერიოზული გარემოებაა და ამან გადამაწყვეტინა ასეთი სახის პრევენციას მივმართო“. – განაცხადა „ახალ თაობასთან“ დავით ქაცარავამ.

Next Post

"არა ოცნებას", "არა ნაციონალებს"- "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დასრულდა

ოთხ ნოე 20 , 2019
2,981 წაკითხვა“არა ოცნებას”, “არა ნაციონალებს” – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია დასრულდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ანტისამთავრობო აქცია დასრულდა. პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აქციები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება, რომელიც მასშტაბური მანიფესტაციით, თავისუფლების მოედანზე დასრულდება. “ყველა დიდ ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით. ხვალ, ზეგ უკვე ტელევიზორით შეგატყობინებთ. 23-ში გვინდოდა აქცია, მაგრამ იმათაც უნდათ 23-ში აქცია და ახლა კვლავ იქნება ყველანაირი ხელშეშლა, […]