“არა ოცნებას”, “არა ნაციონალებს”- “პატრიოტთა ალიანსის” აქცია დასრულდა

1,991 წაკითხვა

“არა ოცნებას”, “არა ნაციონალებს” – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია დასრულდა
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ანტისამთავრობო აქცია დასრულდა. პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აქციები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება, რომელიც მასშტაბური მანიფესტაციით, თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

“ყველა დიდ ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით. ხვალ, ზეგ უკვე ტელევიზორით შეგატყობინებთ. 23-ში გვინდოდა აქცია, მაგრამ იმათაც უნდათ 23-ში აქცია და ახლა კვლავ იქნება ყველანაირი ხელშეშლა, ეს რომ არ მოხდეს. ამიტომ, რაღაც სხვა გეგმას შევიმუშავებთ, ხვალ და ზეგ გაგაგებინებთ ტელევიზიით,” – უთხრა მხარდამჭერებს დავით თარხან-მოურავმა.

“პატრიოტთა ალიანსმა” დღეს გამართულ აქციაზე გააჟღერა გზავნილი – “არა ოცნებას”, “არა ნაციონალებს”.

 

Next Post

„უვარგის ხელისუფლებას არ უნდა ეჭიროს მართვის სადავეები“ - თემო მურვანიძე

ხუთ ნოე 21 , 2019
1,991 წაკითხვადიმიტრი ხუნდაძის და სხვათა მიერ ინიცირებული, ჩასაგდებად წინასწარ განწირული კანონის ერთადრეთი დანიშნულება ის გახლავთ, რომ უცხოელების თვალში “ქართულმა ოცნებამ” მეტი სოლიდურობა შესძინოს პროპორციულის ჩაგდების საკუთარ, სამარცხვინო საქციელს და წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყნის მოსახლეობაშია დიდი კამათი ამ თემაზე… მივმართავ მმართველ პარტიას: თქვენთვისაა ახალი ეს თემა, თორემ მე და მთელი მაშინდელი ოპოზიცია სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვითხოვთ 2007 წლიდან ყველა საპროტესტო აქციაზე, ქართველ […]

შესაძლოა მოგეწონოთ