„უვარგის ხელისუფლებას არ უნდა ეჭიროს მართვის სადავეები“ – თემო მურვანიძე

2,116 წაკითხვა

დიმიტრი ხუნდაძის და სხვათა მიერ ინიცირებული, ჩასაგდებად წინასწარ განწირული კანონის ერთადრეთი დანიშნულება ის გახლავთ, რომ უცხოელების თვალში “ქართულმა ოცნებამ” მეტი სოლიდურობა შესძინოს პროპორციულის ჩაგდების საკუთარ, სამარცხვინო საქციელს და წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყნის მოსახლეობაშია დიდი კამათი ამ თემაზე…
მივმართავ მმართველ პარტიას:
თქვენთვისაა ახალი ეს თემა, თორემ მე და მთელი მაშინდელი ოპოზიცია სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვითხოვთ 2007 წლიდან ყველა საპროტესტო აქციაზე, ქართველ ხალხთან ერთად და ამის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა საქმის კურსშია.
თქვენ რომ იქ არ იდექით ეგ გასაგებია, მაგრამ მედიაში მაინც როგორ არ მოგიკრავთ თვალი ამ მოთხოვნისთვის?
ზუსტად ნაციონალური მოძრაობის და ახლა უკვე თქვენს გამოა აუცილებლად საჭირო და გარდაუვალი პროპორციული სისტემა, რომ უვარგის ხელისუფლებას ძალით არ ეჭიროს მართვის სადავეები.

თემო მურვანიძე

Next Post

ქორწილი სააკაშვილის ფოტოების ფონზე

ხუთ ნოე 21 , 2019
2,116 წაკითხვასოფელ იორმუღალოში გამართული ქორწილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოების ფონზე წარიმართა. „საგარეჯოში იორმუღანლოში ქორწილი დღეს. ვულოცავ!“ – ასე გამოეხმაურა სააკაშვილი სოციალური ქსელით ამ ფაქტს. ფოტოებს სააკაშვილი საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს: