„ივანიშვილმა რეალობის შეგრძნება დაკარგა – სიტუაცია სახიფათო ზღვრამდე მივიდა“

3,283 წაკითხვა

„მან იფიქრა, რომ ამ კრიზისს გადააგორებდამ ივანიშვილს შეეძლო მათი გადარწმუნება, მაგრამ არ მოინდომა“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე:

„ამას მოყვა ის, რომ აშკარად შეშინდა მის გვერდით მდგომი ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე “ოცნების” დეპუტატი და წავიდა პარტიიდან. მათ დაინახეს, რომ ამ კაცმა დაკარგა რეალობის შეგრძნება. აქამდე კიდევ იყო რაღაცის იმედი.  ძალიან სახიფათო ზღვრამდე მივიდა უკვე ეს სიტუაცია. რა გარანტიაა რომ ამას გააჩერებს. მსგავსი გარანტია არ არსებობს. სახეზე ვუყურებდი “ოცნების” ზოგიერთ დეპუტატს და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად არის შიგნით საქმე. ივანიშვილმა მოინდომა, რომ ეს სიტუაცია გამოეყენებინა სათავისოდ, ამ პროცესის უკან თვითონ იდგა, მაგრამ სიტუაცია ხელიდან გაექცა. სისტემა რომელიც არის მანკიერი, აფეთქდა შიგნიდან საბოლოოდ.

Next Post

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს

ხუთ ნოე 21 , 2019
3,283 წაკითხვაე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“. მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“. დე ფაქტო КГБ-ს განცხადების თანახმად, […]

შესაძლოა მოგეწონოთ