დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს

2,148 წაკითხვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“.

მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“.

დე ფაქტო КГБ-ს განცხადების თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ საქართველოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების სტენოგრამას აქვეყნებს. მასალში, რომელიც სააგენტო „რესმა“ გაავრცელა, საქმე ეხება, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის პირად საუბრებსა და მონაცემებს. მასალაში ასევე აღნიშნულია ექიმის და მისი პაციენტის ტელეფონის ნომრები. როგორც დე-ფაქტო უწყება იტყობინება, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „საზღვრის გადალახვა“ კარგად დაგეგმილი იყო.

„ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა საგარეო ვიზიტით ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში. 4 ნოემბერს, ვ. გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მიიღო პაციენტები „მედიქლაბ-ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს, გაფრინდაშვილის სოლო პაკეტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე დაერიცხა 21 000 ლარი. 8 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილი თავის კლიენტებთან საუბარში თქვა, რომ იგი თბილისში არ იქნებოდა შაბათს და კვირას და რომ იგი ორშაბათს, მე -11 საათამდე პაციენტებს ვერ მიიღებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. სტატიაში ასევე მოცემულია სტენოგრამა, რომელიც დე-ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

Next Post

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - კონსულტაციები უმრავლესობაში

პარ ნოე 22 , 2019
2,148 წაკითხვა„ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ? უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა შეიძლება ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ჩუგოშვილისა და ძიძიგურის პროტესტი […]

შესაძლოა მოგეწონოთ