4,338 წაკითხვა
„25 ნოემბერს, პარლამენტთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენები ვერ განვითარდება, რადგან ამის რესურსი დღეს არ არსებობს, თანაც, მსგავსი სცენარი ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის.
„ამ სცენარის წინაპირობას ვერ ვხედავ, თუმცა, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მოახდინოს პროვოცირება და ამაზე შემდეგ შეთქმულების თეორია ააგოს. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე პროტესტის, რომ ასეთი შეფუთვა მოხდეს. რევოლუციური სცენარი დღეს ობიექტურად არ განიხილება, სუბიექტურად – ვინ რა კუდებს გამოაბამს, არ ვიცი“, – განუცხადა “რეზონანსს” ხუხაშვილმა.