„ვაპირებ ჟურნალისტებს 80% გადავცე უსყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“

86 Views

„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელისბიჭი. „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, ის მზად არის  „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს კუთვნილი 80%  უსასყიდლოდ გადასცეს.

„განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში,  მაგრამ ეს არ არის მთავარი, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

საქართველოში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

შაბ ივლ 20 , 2019
86 Viewsსაქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. საქართველოში ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.