რა შუაშია ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს საშინაო საქმეებთან?

2,397 წაკითხვა

„დასავლეთს არ მოეწონა მომიტინგეთა ძალისმიერი დაშლა პარლამენტთან. მისი ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „საქართველოს საზოგადოების ფართო იმედგაცრუებას“ ჰქონია ადგილი, მმართველი პარტიის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების მიმართ“ – აცხადება „მედიაპრესთან“ საუბარში პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, და სვამს კითხვას:

„კეთილი, მაგრამ რა შუაშია აშშ-ს და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს საშინაო საქმეებთან?

ადრე რომ გეკითხათ მათთვის, რატომ არ აქცევენ ყურადღებას სააკაშვილის რეჟიმის აღვირახსნილობას, უმალ გიპასუხებდნენ – ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ, თქვენს საშინაო საქმეებში არ ვერევითო.

როგორც ჩანს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი დაირღვა და ახლა ისინი ისე გვეპყრობიან, როგორც დაპყრობილ ქვეყანას. ამერიკა-ევროპას მიაჩნია, რომ „ქართველი საზოგადოების ფართო ნაწილი“ მხარს უჭერს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. მოდით დავსვათ კითხვა — ქართველმა ხალხმა რა იცის პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემებზე?

არც არაფერი! არათუ „ფართო საზოგადოებამ“, პოლიტიკურმაც ნაკლებად იცის ამის თაობაზე.  მაშ, რატომ ცდილობენ ამერიკელ-ევროპელი დიპლომატები სასურველის რეალობად მოჩვენებას?

მარტივი მიზეზის გამო – პროპორციული სისტემით ოპოზიციას მეტი შანსი უჩნდება პარლამენტში მრავლობით რიცხვში შესასვლელად. რაც ხალხმა იცის და აინტერესებს — გაჭირვებული ცხოვრებიდან თავის დაღწევაა, მაგრამ ვინ არის მშველელი?

საპარლამენტო სკამებისთვის მებრძოლი ხელისუფლება-ოპოზიცია ისე ლაპარაკობს ხალხზე, თითქოს ოდესმე გაემართათ მასთან შეხვედრა-კონსულტაციები. ტრადიციულად ხალხს არჩევნების წინ იხსენებენ და ეს მანკიერება არც დღეს დარღვეულა.

პირველმა ჯანყმა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია, რასაც ეკონომიკური ჩავარდნები მოჰყვა. საქართველოს ბიუჯეტს მოაკლდა ტურიზმის შემოსავალი, ვინაიდან რუს ტურისტებზე იყო და არის ჩამოკიდებული. ზაფხულის ტურიზმი, როგორც ჩანს ზამთრისას ისეთივე ბედი ეწევა.

ზამთრის კურორტებზე – გუდაური-ბაკურიანი, დასვენების მსურველთა შეკვეთები არ ჩანს. სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, რომ გასულ წელს, ნოემბერში დაჯავშნული იყო სასტუმროთა ნომრები, დღეს კი მსგავსს ადგილი არ აქვს.

ჯერაც გაურკვეველია საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი, რაც თავისთავად ისედაც ჩავარდნილი ვაჭრობის გახანგრძლივების საწინდარია. ყოველივე ამას კი თან ახლავს ლარის კურსის დაცემა, ინფლაცია, ფასების კატასტროფული მატება კვების პროდუქტებიდან დაწყებული, ყველაფერზე.

ნიშნავს აღნიშნული, ამერიკელ-ევროპელი სტრატეგიული პარტნიორებისთვის რამეს?

უდავოდ, ნიშნავს და მას სოციალური დუხჭირი ყოფით გამოწვეული საყოველთაო ბუნტი ჰქვია. ამას იყენებს აშშ-ი მთელი რიგი ქვეყნების არასასურველი ხელისუფლებების წინააღმდეგ. ასეთებია ირანი, რუსეთი, ჩრდილო კორეა, თურქეთი, სირია, ვენესუელა, კუბა, ჩინეთი. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს“.

Next Post

სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გაყვანას დაცვა ცდილობს

ორშ ნოე 25 , 2019
2,397 წაკითხვააქციის მონაწილეები მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც, მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება. დაცვა აქციის მონაწილეებს სალობიეში არ უშვებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირადად სურთ გაესაუბრონ პრეზიდენტს და მოუწოდებენ მას, რომ გამოვიდეს მათთან შესახვედრად.

შესაძლოა მოგეწონოთ