2,176 წაკითხვა
აქციის მონაწილეები მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც, მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება.
დაცვა აქციის მონაწილეებს სალობიეში არ უშვებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირადად სურთ გაესაუბრონ პრეზიდენტს და მოუწოდებენ მას, რომ გამოვიდეს მათთან შესახვედრად.