1,759 წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილის სახლთან „გირჩის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ხატები, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. აღნიშნულ ფაქტს უფლებადამცველი ქეთი ბექაური სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
„ვინ დაუმახინჯა ამ ბავშვებს სული? ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც თავის მხრივ არ არის აბსოლუტური უფლება და არამც და არამც არ ნიშნავს სხვათა რელიგიური რწმენის შეურაცხყოფას …
არავინ გაბედოს და არ შეადაროს ეს გაუგონარი მკრეხელობა ისტორიულ 9 აპრილს, 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ
“მამაო! მიუტევე იმათ, რამეთუ არ იციან, რას შვრებიან “.(საღვთო სჯული) – წერს ქეთი ბექაური.