
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების მიერ მართმადიდებლური ხატების წაბილწვას ეხმაურება და ე.წ. უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს:
„მე ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი. ეკლესიის წევრი და სტიქაროსანი. მწამს ღმერთის და ვცდილობ ვიცხოვრო, როგორც ქრისტიანმა. ჩემს ქვეყანაში უმრავლესობა არის ქრისტიანი მართლმადიდებელი. პატივს ვცემ ყველა სხვა ძირითად მიმდინარეობას, ვარ შემწყნარებელი ყველა მრწამსის, ორიენტაციის და აშ. მიმართ. ყოველდღე, რომ ირღვევა ჩვენი უმრავლესობის უფლებები ე.წ. “უმცირესობების” მხრიდან სად არიან უფლებადამცველები? ისინი “უფლებედამცველები “ ხომ არ არიან??? ყველა ზღვარს გადადიხართ უკვე!!! ეს არაა დემოკრატია არაა!!!!“ – წერს გოგაშვილი.