„ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის“ – სალობიეს მზარეული პრეზიდენტის წინააღმდეგ

2,108 წაკითხვა

სალობიე „ბიას“  შეფ-მზარეული და მფლობელი ამბობს, რომ როცა ათასობით ადამიანი აქციაზე პოლიტიკურ მოვლენებს აკრიტიკებს, პრეზიდენტის ადგილი რესტორანში არ არის.

„სალობიე „ბიაში“ საქართველოს პრეზიდენტი პირველად იმყოფებოდა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის.

ჩვენ არ გვაქვს ე.წ. ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც „რუსეთი ოკუპანტია“ აწერია. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი ამას ეთანხმება. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ადგილზე, სხვანაირად დავარეგულირებდი ამ ყველაფერს“ – ამბობს გიორგი იოსავა.

მარშალპრესი

Next Post

„წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა“

სამ ნოე 26 , 2019
2,108 წაკითხვა„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სხეულის გადაციება ჰქონდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ. „08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”,- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა. […]

შესაძლოა მოგეწონოთ