საქართველოში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

79 Views

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა.

რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი.

საქართველოში ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ლარის კურსი

შაბ ივლ 20 , 2019
79 Views 19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8845 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.31 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2410 ლარია. მაშინ როცა 19 ივლისს მოქმედი კურსი 3.2191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.19 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5109 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6177 ლარიეღირება. 19 ივლისის ვაჭრობის შედეგად მიღებული […]