„თუ ეს პროცესები გაგრძელდა, ვფიქრობ, ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება“

2,199 წაკითხვა

„თუ ეს პროცესები გაგრძელდა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. 

„მე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქმედებებზე, მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას  და საპრეზიდენტო მმართველობას, ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე. განვითარდა სამწუხარო პოლიტიკური პროცესები და თუ ეს პროცესები გაგრძელდა, მე ვფიარობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით“ – განაცხადა ოქრიაშვილმა.

Next Post

„ეს არ არის სალობიე, ეს არის პარლამენტი“ - ნუკრი ქანთარია

სამ ნოე 26 , 2019
2,199 წაკითხვა„ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დილით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ქანთარიას თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?!“– აღნიშნა ქანთარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა […]