2,159 წაკითხვა
„ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს დილით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ქანთარიას თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?!“– აღნიშნა ქანთარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა თუ არა აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში, ნუკრი ქანთარიამ უპასუხა, რომ აქციის დაშლას არ უყურებდა პირდაპირ ეთერში, რადგან ქალაქში არ იყო.