„ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები“

1,292 წაკითხვა

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბოკერიას პარტიიდან დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს, სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები და აქციის დაშლის ფონზე სესიის ჩატარება ქმნის უხერხულობას, თუმცა, კიდევ უფრო ცუდი საყურებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების ქმედებები.

„ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში სხვადასხვა საგნები, ქვიშის ტომრები, კასრები, ხის ნაჭრები და ა.შ. რისთვის გამოიყენეს დემონსტრანტებმა. იყო მცდელობა პარლამენტის ბლოკირების, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და პოლიცია ახდენდა დანაშაულის პრევენციას. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ცდილობს, ვიღაცამ დანაშაული ბოლომდე მიიყვანოს და შემდეგ ამაზე რეაგირება მოახდინოს. ამ ფორმებით რეაგირება არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ მეორე მხრივ პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია.

გუშინ, პირდაპირ ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც არის დღეს ბოკერიას პარტიის ერთ- ერთი ლიდერი, განაცხადა, რომ ჩვენ 4 თვის განმავლობაში არ შევსულვართ პარლამენტში, მერე რა მოხდაო. ამით დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს, სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის უხერხულობას, მაგრამ კიდევ უფრო უხერხული და ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ, რომ შექმნან ქაოსი,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

Next Post

„გეყოფათ ეს ფარისევლობა“ - ცოტნე გამსახურდია

სამ ნოე 26 , 2019
1,292 წაკითხვასაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა! ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების „შეურაწყოფააო“! ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?! ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ „რაზბორკებსა“ ჰგავს?! არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს […]

შესაძლოა მოგეწონოთ