რა შემთხვევაში შეწყდება საპროტესტო აქციები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება. როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა.

„ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი.

გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. მისი მიღება შეიძლება უახლოეს სამ კვირაში 76 ხმით. თუ ხელისუფლება ამ გამოსავალს დათანხმდება, დეკემბრის ბოლომდე გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და შეჩერდება აქციები, შეწყდება კრიზისიც, ქვეყანაში გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და დავუბრუნდებით ნორმალურ კალაპოტს. ამისთვის ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ყვითელი ავტობუსების უკან მალვით პარალმენტში დეპუტატების შეყვანას და ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად“, – აცხადებს ბაქრაძე.

ipn.ge

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *