„მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა ბევრი რამ დააშავა და ბევრიც გააკეთა.
„ის ხალხი მეძახის უპრინციპოს, რომელიც, როცა მე ჯალალედინს ვეძახდი სააკაშვილს, მაშინ სააკაშვილის მხარეს იყოს. ენები დაიმოკლონ და ღირსებაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. უღირსობა რატომ იქნებოდა იცით? მე რომ დამალულად მივსულიყავი. მე ღიად განვაცხადე. ძვირფასო ნაძირლებო, „ტროლებო“, იქნებ დაუკვირდეთ, როდესაც ასეთი დაპირისპირების შემდეგ ადამიანები მოახერხებენ, დასხდებიან სასაუბროდ, ეს უპრინციპობას კი არა პრინციპულობას ნიშნავს. თუ ვინმეს სააკაშვილი არ მოგწონთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ შეშაპარია ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ახლა ამათი ყიყინი არაფერს ნიშნავს, საკმაოდ გასქელებული მაქვს კანი,“ – განაცხადა სანიკიძემ.